“გერმანიის მოქალაქეებმა საკარანტინო ზომები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ სწრაფად გაიზარდოს. ზამთრის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პანდემიის მომდევნო ტალღა წაგვლეკავს.”
ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი.
ამის შესახებ მან ქვეყნის პოლიციის წარმომადგენლებთან ვიდეკონფერენციის დროს განაცხადა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 13 604 შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ტალღის დროს, რომელიც გაზაფხულზე დაფიქსირდა, პიკზე დღიური ზრდა 6 000-ს შეადგენდა.
გერმანიაში 2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სულ მცირე წლის ბოლომდე დაიხურა რესტორნები, ბარები და სხვა გასტრონომიული დაწესებულებები. მომსახურება მხოლოდ გატანის შემთხვევაშია შესაძლებელი.