ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – რა შემთხვევაშია საჭირო გამოკვლევა

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფივიტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში.

„ამიტომ გაიგე თქვენი აივ სტატუსი, თუ:

  1. ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი.
  2. თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი.
  3. გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
  4. გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
  5. გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით.
  6. დაგიდგინდათ ტუბერკულოზი.
  7. ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს.
  8. გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი.
  9. ხართ სისხლის რეციპიენტი.

თუ ფიქრობთ, რომ ერთხელ მაინც გქონდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარიკსო ფაქტორი, ნუ გადადებთ, მიაკითხეთ შიდსის ცენტრს ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე  239 80 18

რატომ არის საჭირო, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი?

  • რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
  • რათა ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად – დაავადების გავრცელება“, – აცხადებენ ცენტრში.
იტვირთბა....