ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა – ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან შეიკრიბნენ. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, ოპერაცია არასწორად გაკეთდა. პაციენტს გული გაუჩერდა და მას მეორე ოპერაცია დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავენ.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება ადგილი ჰქონდა თუ არა დაუდევრობას.

იტვირთბა....