aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო” – გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი” – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორ­დია ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მამა აცხადებს, რადგან კლინიკაში ადგილი ვერ მოიძებნა, მისი შვილი კოვიდსასტუმროში მოათავსეს, სადაც ოჯახმა მისი “რემდესივირით” მკურნალობა ითხოვა, თუმცა საბოლოოდ საქმეში “დექსამეტაზონი” ჩართეს. მამა ხაზს უსვამს, რომ მის შვილს თან­მხლე­ბი დაავადე­ბა -შა­ქა­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ამასთან, მამა ყვება, რა პრობლემების წინაშე დადგა მისი შვილი, როცა საბოლოოდ, გართულებული მდგომარეობით კოვიდსასტუმროდან კლინიკაში, ჯანდაცვის სისტემის მიერ გამოყოფილი სპეციალური “მარშრუტკით” გადაჰყავდათ. ოჯახის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას გზაში ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, რომელიც “მარშრუტკაში” არ აღმოჩნდა.

“მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვითხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კოვიდსასტუმროში გადაყვანა იყო“ -აცხადებს რატი თორდია.

მისი განცხადებით, მკურნალობის პროცესში “რემ­დე­სი­ვი­რის” ჩართვა ითხოვეს, რაზეც აუხსნეს, რომ უკუჩვენება ახასიათებს. მისივე თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახდა.

“იქ გახ­ლავთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რაც არის სახ­ლში. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ. რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სა­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, “რემ­დე­სი­ვი­რი” ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს „რემ­დი­სი­ვი­რი“ ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერცვაძე გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სა­მა­გიე­როდ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რეკომენდირებული.

კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მე­დ ი­ყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი “მარ­შუტ­კე­ბი” ჰყავთ ამის­თვის. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუ­ნდე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. “მარ­შუტ­კი­დან” მწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ “მარ­შუტ­კი­და­ნო”. ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კეთ­ებენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო.

რომ ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­ში სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო “გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი , ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და… სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია. კითხვაზე, ხომ არ გახდა გოგონა ­და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მების მსხვერ­პლი და აპირებენ თუ არა სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას, გარდაცვლილის მამა დასძენს: „ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით. ახლა ისეთ მძი­მე დღე­ში ვართ ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტებთ. მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და ალ­ბათ ასეც იქ­ნე­ბა“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

იტვირთბა....