„დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო. თუმცა, პოლიციელების გინება, სააკაშვილის მხრიდან სახლში შევარდნის მუქარა, ასევე მუქარა, რომ საქართველო დაუმორჩილებლობამ უნდა მოიცვას – ეს ყველაფერი ამ ოპოზიციური ერთობის საერთო განწყობა და შინაარსია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება“.
გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერი
ამ კომენტარით ის „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა
„უნდა მოიცვას დაუმორჩილებლობის ტალღამ ქვეყანა, არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.