ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდიდან ყნდა ველოდოთ ინფიცირების შემთხვევების კლებას – ინფექცინისტის განმარტება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახლა პიკურ მდგომარეობას უახლოვდება, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემთხვევების კლება.

როგორც ინფექციონისტი ვარაუდობს, დეკემბრის შუა რიცხვებიდან შემთხვევების კლება დაიწყება და სიტუაცია უკეთესობისკენ წავა.

“ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება. ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა”, – აცხადებს ინფექციონისტი.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ PCR ტესტით ყველა ინფიცირებული ადამიანი გამოვლენა ვერ ხდება და ასეთი პაციენტები სტატისტიკის მიღმა რჩებიან.

“არიან PCR უარყოფითი ადამიანები, 20 %-ია თითქმის, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ არის ვირუსგამომყოფი ცხვირ-ხახაში, ამიტომ ეს ხალხიც სტატისტიკის მიღმა რჩება”, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....