მთავარი ციტატა

“ვთხო­ვეთ, “რემ­დე­სი­ვი­რი” ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში, თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერცვაძე გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ?!”- გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა

“რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სა­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, “რემ­დე­სი­ვი­რი” ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს „რემ­დი­სი­ვი­რი“ ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერცვაძე გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სა­მა­გიე­როდ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რეკომენდირებული.

 რატი თორ­დია  – კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა

კითხვაზე, ხომ არ გახდა გოგონა ­და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მების მსხვერ­პლი და აპირებენ თუ არა სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას, გარდაცვლილის მამა დასძენს: „ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით.”

ცნობისთვის, კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადება – დიაბეტი ჰქონდა, ხოლო მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადიოდა. 

 

იტვირთბა....