ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რემდესივირი“ ვერც სიკვდილიანობას ამცირებს და ვერც მძიმე პაციენტებშია გამოსავალი” – ექსპერტი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი სანდრო ურუშაძე პრეპარატ „რემდესივირთან“’ დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს პრეპარატი გამოსავალი არ არის. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„არის ერთი ფუნდამენტალური განსხვავება, დასავლურ მედიცინას და იმ მედიცინას შორის, რომელსაც დავემშვიდობეთ – საბჭოთა მედიცინას. დასავლური მედიცინა მოქმედებს ცოდნაზე დამყარებული სტრატეგიებით. კვლევებით დადასტურდა, რომ „რემდესივირი“ ვერ ამცირებს ვერც სიკვდილიანობას და ვერც მძიმე პაციენტების შემთხვევაშია გამოსავალი, მათ შორის, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, იძახიან, რომ ეს არის ძვირი პრეპარატი და არაეფექტიანი ხარჯვის მაგალითია. შეგვიძლია, როგორც ადრე ვაკეთებდით, საბჭოთა პერიოდში, გვყავდეს საქართველოში მთავარი ინფექციონისტი, მთავარი ექიმები და მათი აზრი იყოს წამყვანი, ან შეგვიძლია დავუჯეროთ პროფესიონალებს, კვლევის შედეგებს, ცოდნაზე დამყარებულ გამოცდილებას, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებსაც სხვა ქვეყნები, დასავლეთის ქვეყნები დგამენ, ნუ დავემსგავსებით მაინცდამაინც ქვეყნებს, სადაც ერთი ადამიანის ახირებით წყდება საბიუჯეტო ხარჯების განკარგვა.

ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც წამყვანია არა ერთი ადამიანის, რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს ის საზოგადოებისათვის, არამედ კვლევაზე დამყარებულ ცოდნას დავუჯეროთ, გავუფრთხილდეთ თითოეულ ლარს, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება“,- განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

იტვირთბა....