„იმედია, ჩემი კოლეგები და მეგობრები გვერდში დამიდგებიან, ვიცი არავის გვილხინს განსხვავებით დღევანდელი თანამდებობის და პარლამენტის წევრებისგან, ჩვენ ხომ ადამიანების უფლებებს ვიცავთ უსამართლო ქვეყანაში, შეუძლებელია უყურო დამშეულ ადამიანებს” – ამის შესახებ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“იცი ჩვენ დროის მხრივ ძალიან შეზღუდულები ვართ, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ჩვენი პროფესიონალური და ადამიანური მოვალეობაა, ხელი გავუწოდოთ შეძლებისდაგვარად ხელისუფლების მხრიდან დავიწყებულ და მიგდებულ ადამიანებს, რომლებიც შიმშილისა და სიცივის პირას იმყოფებიან და იხოცებიან. დავეხმაროთ შეგროვებული ფინანსებით შევუძინოთ საკვები ან რითაც შეგვიძლია. მოვიძიოთ ადამიანები და ოჯახები ვინც შიმშილის პირსაა, ჩემს ოფისს გამოვიყენებ პარალელურად ამ საქმისთვის, ყველაფერთან ერთად მოვინახულებ გამძღარ ბიზნესმენებს დასახმარებლად და ა.შ.
მარტო მაინც ვაკეთებ, მაგრამ ხომ გაგიათ ‘მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო” ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ და ჩვენც ჩავერთოთ ამ ფერხულში, რასაც ადამიანობა ჰქვია” – წერს რამიშვილი.