ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 247 მოსწავლემ შეწყვიტა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019/2020 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 247 მოსწავლემ, რაც 31.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 41.0% გოგოა, ხოლო 59.0% – ბიჭი.

უწყების ცნობით, 2020/2021 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 167 375 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

„2020 წელს სკოლა დაასრულა 88 554 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.5% და 51.2%-ს შეადგენს“, – აცხადებენ საქსტატში.

იტვირთბა....