ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ბავშვზე ძალადობის სკანდალური ვიდეოს ავტორი მასწავლებელი სამსახურიდან გაუშვეს

პედაგოგი ნათია ცინცაძე, რომელმაც ბათუმის #6 საბავშვო ბაღში ძიძის მიერ ოთხი წლის ბავშვზე ძალადობის კადრები გადაიღო, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან დაითხოვა.
სამსახურიდან დათხოვილი აღმზრდელი, ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ამჟამად ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. თუმცა მისთვის ცნობილია, რომ დისციპლინური კომისიის ხელმძღვანელმა, ბაღების გაერთიანების იურისტმა გიორგი სურმანიძემ #6 ბაღის თანამშრომლებს მისი გათავისუფლების შესახებ აცნობა. „მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში შემატყობინებენ, როცა სამსახურში გავალ “, – ამბობს ნათია ცინცაძე გაზეთ „“ბათუმელებთან“ საუბარში. სამსახურიდან დათხოვნილი აღმზრდელი დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ნათია ცინცაძის თქმით, ის ამ ფორმით ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის გასაჯაროების გამო ისჯება, თორემ მის წინააღმდეგ რამე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამ ამბავს არ დაელოდებოდნენ.
რაც შეეხება ბავშვზე ძალადობაში მხილებულ ძიძას, ის სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

იტვირთბა....