დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ პრიორიტეტული ჯგუფები – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;
NCDC-ის ცობით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების და ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.
ვინ შედის რისკჯგუფში, გაეცანით ბმულზე: ინფორმაცია 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფების ცლილების შესახებ.
„ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების გარდა, ვაქცინაციას დაექვემდებაროს, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები).
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრები მიმდინარეობს სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მწარმოებრლი ქვეყანა არის საფრანგეთი. ვაქცინის სამარკო დასახელებაა ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. მისი თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან. ვაქცინა არის ოთხ კომპონენტიანი.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.