ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა პირი ოფიციალურად დაწერს მანდატის დატოვებაზე განცხადებას” – ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ნიუპოსტს“ განუცხადა.

“ამაზე კიდევ ერთ საჯარო განცხადებას ახალი პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად გააკეთებს. ასევე, ამავე დღეს, ყველა პირი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შესულია, ოფიციალურად დაწერს მანდატის დატოვებაზე განცხადებას.

ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები. მათ შორის, უკვე დავიგეგმეთ იმ დღეზე, როც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმრთება. ჩვენ პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, გავაფორმებთ ერთობლივ დეკლარაციას. ასევე, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შესულია, სადეპუტატო მანდატის დატოვებაზე დაწერს განცხადებას. ეს მოხდება საჯაროდ.

ასე რომ, ჩვენ ჩვენი გემგებით მივდივართ, არაფერი არ იცვლება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენად წინ წავიწევთ ამ მოლაპრაკებებში და რამდენად მოხდება პოზიციების დაახლოება“ – ამბობს უდუმაშვილი.

იტვირთბა....