მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო.
დეკორაციების ფოტოსურათებს აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი საკუთარ Twitter-ზე აქვეყნებს.
„მშვენიერი ამერიკა“ , – წერს მელანია ტრამპი.
მანამდე მან ვიდეოც გამოაქვეყნა:
„წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს, მიხარია, რომ ვიზიარებ ამერიკის მშვენიერებას და პატივს მივაგებ ჩვენი ერის სიდიადეს, ჩვენ ერთად ვზეიმობთ მიწას, რომელსაც სახლს სიამაყით ვუწოდებთ“, – აღნიშნა მან.
მელანია ტრამპმა თეთრი სახლი უკვე მეოთხედ მორთო, თუმცა არჩევნების შედეგების შესაბამისად, მომავალ წელს საშობაო დეკორაციებზე ჯო და ჯილ ბაიდენები იზრუნებენ.