აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინის რაიონში შევიდა, რომელიც მთიან ყარაბაღს და სომხეთს შორის მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წერს გამოცემა Report.az .
ცნობისათვის, აზერბაიჯანისთვის ლაჩინის რაიონის გადაცემა 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოხდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა 7-ვე რაიონზე დაიბრუნა კონტროლი, რომელიც სომხეთის ფორმირებებს 1994 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული.
შეგახსენებთ, ლაჩინის რაიონზე გადის გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ამ გზის უსაფრთხოებას რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ. აზერბაიჯანული მხარე დათანხმდა, რომ ლაჩინის გავლით სომხურ მოსახლეობას სომხეთიდან მთიან ყარაბაღში და პირიქით გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.