ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემ” – შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე ჩვენებას მისცემს

ცხეთის რაიონული სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას  საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე “დიჯეი” მისცემს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილია, სასამართლოს მიაწვდის.

თუმცა, ღიბრაძე მცხეთის გერიტორიაზე „ტოიოტა ქამრის“ ჩასვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს არ შესწრებია.

“ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემ, როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის.

თბილისში წავედი და დავბრუნდით, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც იქ დარჩნენ, უკან წამოგვეყვანა. იქ არამარტო გიორგი შაქარაშვილი იყო, სხვებიც იყვნენ მასთან ერთად. კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა იქ მოვლენები, არ გვქონდა. იმ დღეს რა მოვლენებიც განვითარდა, სასამართლოში განვაცხადებ. მე არ ვარ იმის შემსწრე, რაც მერე იქ განვითარდა, ამ მხრივ მწირ ინფორმაციას ვფლობ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

იტვირთბა....