ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, — წერს მიქელაძე.

იტვირთბა....