ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ტერდოს ადანომ გებრიესუსი: კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად ყველაფერს გავაკეთებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტერდოს ადანომ გებრიესუსის განცხადებით, ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს ახალი კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად.

მისი თქმით, აღნიშნული ცოდნა მომავალი ეპიდაფეთქების პრევენციისთვისაა საჭირო.

„გვსურს, ვიცოდეთ ამ ვირუსის სათავე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ეს დაგვეხმარება მომავალი ეპიდაფეთქების პრევენციაში“, – განაცხადა გებრიესუსმა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში ახალმა კორონავირუსმა 63 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.

იტვირთბა....