ახალი ამბები

“დიდი ამბები ყოფილა წუხელ” – ოქრუაშვილი თანაპარტიელის მიერ პოლიციელების მიმართ მუქარას ეხმაურება

“დიდი ამბები ყოფილა წუხელ. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა ასლან ვაშაყმაძემ ხალხს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდაო, ამცნო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილმა წევრმა ნათია ლაზაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი ბუღალტრის ქიბარა ხალვაშის ტელევიზიით საზოგადოებას. რა თქმა უნდა ვგმობ. რაას? არამარტო ასლან ვაშაყმაძის მსგავს მოწოდებას, არამედ ნათია ლაზაშვილის დეგრადაციას და პოლიციის მარგინალიზაციას.”

ირაკლი ოქრუაშვილი – პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი.

სოციალური ქსელი.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, “ფეისბუქ ლაივის” დროს პოლიციელებს “დაჩეხვითა და თავების გაჩეჩქვით” დაემუქრა.

 

იტვირთბა....