ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“შემირცხვენია, ვინც ამ ფაქტს, მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვებს!” – ჟურნალისტი

საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება.

“ახლახანს, მოვუსმინე ამ ნაძირალას, მოძალადეს და კანონდამრღვევ არარაობას, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან, აჭარაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატად კენჭს იყრიდა, კაცი რომელიც მოსახლეობას, ძალადობისკენ მოუწოდებს, ის თუ, როგორ უნდა დაითრიონ, ვინმე პოლიციელი, რომელიც უნდა დაჩეხონ, დედა მ……ნ და ასე შემდეგ… აი, ეს არის დღეს, ოპოზიციის ნამდვილი სახე, რომელიც, თავის წევრებთან ერთად, მუდამ იფურთხება, მუდამ იგრიხება და მუდამ შეურაცხყოფას აყენებს მოსახლეობას, თავის ამომრჩეველს.

გამობრძანდით ახლა ოპოზიციის ლიდერებო, ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, ის მუყაოსთავიანი ვაშაძე – “აღმაშენებელი, თავის თაკო ჩარკვიანთან ერთად, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და შეაფასეთ ამ გარეწარის მოწოდება, არის თუ არა ეს, კანონსაწინააღმდეგო ქმედება და თუ არის, დაგმეთ ბოლოს და ბოლოს, გაკოტრებული და ნოლამდე დასული ოპოზიციის, ყველაზე დეგრადირებული ადამიანის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, ერთ-ერთი ლიდერის ამაზრზენი ქმედება..

გამოდით ხალხნო და ხმა აიმაღლეთ, ამ უსამართლო ფაქტის წინააღმდეგ, თუკი ბოლომდე, ისეთი ქვეშაფსიები არ დარჩით, როგორიც იყავით, სააკაშვილის რეჟიმის დროს! მოგიწოდებთ, ყველა იმ დედას,, ვისი შვილიც პოლიციელია და 24 საათის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად ემსახურება ქვეყანას, დაგმოს ამ არარაობა ადამიანის ქმედება და სამართალდამცავ უწყებებს, მისი დასჯა მოსთხოვონ.
…და ბოლოს, ვიტყვი ერთს…შემირცხვენია, ის ქვეყანა, ის ხელისუფლება, ვინც ამ ფაქტს, მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვებს! შემირცხვენია!!” – წერს ჟურნალისტი.

წყარო: exclusivenews.ge

იტვირთბა....