მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში, 16 წლამდე მოზარდები 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში გაგრძლედება.
“65 000-დან 100 ათას ქულამდე მქონე ყველა ოჯახს, 6 თვის განმალვობაში, სახელმწიფოს მხირდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ, ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯხმა. გარდა ამისა 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, მათ ვისაც ჰყავთ სამი ან მეტი, 16-წლამდე არასრულწოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან 100 ლარის დახმარებას მიიღებენ” – ჰანაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.