ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვერ ავცდებით” – კულუმბეგოვის გაფრთხილება

„საქართველოში პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, იგივე, ბიზნესის წარმომადგენლებს, ობიექტების თითქმის 99%-ში, სადაც პირადი საჭიროებისთვის შევსულვარ, დეზობარიერი მშრალი დამხვედრია. საკუთარ ბიზნესში ინფექციის გავრცელება თქვენ უნდა აკონტროლოთ, თორემ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვერ ავცდებით. შეზღუდვები კარგია იმ გაგებით, რომ ინფექციის გავრცელებაზე გავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეკონომიკური გავლენა უზარმაზარია. ვისურვებდი, შეზღუდვები ცოტა ადრე დაგვეწყო, უფრო ეფექტური იქნებოდა. არჩევნების პროცესმა ძალიან შეუშალა ხელი ინფექციის მართვას.“

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ამის შესახებ მან გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

იტვირთბა....