ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთში ავარია მოხდა – მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ფოთში, ავარია მოხდა, რის შედეგადაც, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის ხიდზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შედეგად დაშავდა პირი, რომელიც მოპედს მართავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანა.

“დაშავებულს მძიმე დაზიანებები არა აღენიშება, იტკიებს მარცხენა მხარს . სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს. რადგან დაჯახება მოხდა , ამიტომ არის პაციენტზე ყურადღება მისაქცევი. გადაგვყავს კლინიკა ,,არქიმედეში“, სადაც საჭირო კვლევა ჩაუტარდება“- განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იტვირთბა....