“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში რეალური პრობლემის მაგივრად ლეგენდარული ფეხმურთელის, დიეგო მარადონას “გაშავებას” ახდენენ.
“მეტრონომი” ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება რუსებთან კოლაბორაციონისტულ მოლაპარაკებებშია ჩართული, კარასინი მთავარმართებლად ყავს პუტინს დანიშნული, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები რუსეთის გახაზული სალომე ზურაბიშვილის რეკლამებში ჩნდებიან და მხარს უჭერენ, ნაკრების კაპიტნები დ სხვა სპორტსმენები რუსეთში თამაშობენ, ოკუპანტი ქვეყნის ძირითადად მეორეხარისხოვან გუნდებში.
და ამ ყველაფერზე არაა იმდენი ლაპარაკი, როგორც გარდაცვლილი გენიალური ფეხბურთელის გაშავებაზე კოკოითთან შეხვედრის გამო. გლოვას არ გაცლიან, სულელი თრითინებივით დახტიან ვოლიდან ვოლზე კოკოითის ფოტოებით.
მარადონა მარადიულია და ერი ვერაა მარდად,”- წერს ნიკა გვარამია.