ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ერთი კითხვა მაქვს, რაიმე მოტივი თუ აქვთ დადგენილი, რის გამო ჩავიდინეთ ეს მე და ნატალიამ”- ივერი მელაშვილი პორცესზე სიტყვით გამოვიდა

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი  იმართება.

მოსამართლე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სჯელობს.

სასამართლო პროცესზე სიტყვით თავად ივერი მელაშვილიც წარსდგა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდების მხარისგან ახალი არაფერი მოუსმენია.

ბრალდებული მოწმეების ჩვენებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიმართლე არ შეესაბამება.

„გენერალური პროკურატურიდან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს,”- თქვა ბრადებულმა.

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე დაკავბეულების ადვოკატი მოსამართლეს ასობით ადამიანის თავდებობას შესთავაზებს. დაკავებულებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავდებში ჩაუდგნენ.

 

იტვირთბა....