გორის ცენტრში მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გორის საკრებულოს წევრის, ვასილისა ჯავახიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნახევარი საათით დააგვიანა.
„პანდემიის პერიოდში არიან ადამიაანები, რომლებსაც პირველადი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა მან.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა Rustavi2-ს უთხრა, რაიონში 8 ბრიგადის ნაცვლად 4 ბრიგადა მუშაობს, რადგან მათი კოლეგები ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, ისინი გამოძახებას ვერ აუდიან.