ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება”- ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მართვაში ხარვეზები არსებობს, თუმცა მათი იდენტივიცირება და მოგვარება ხდება. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს, მინისტრის თქმით,ვ ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით.

“რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 112-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე პანციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს, ვაკვირდებით რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადა ტიკარძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 113 986 გამოჯანმრთელდა, 1 267 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....