ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

BBC: ინგლისში „ლოქდაუნმა“ კორონავირუსით ინფიცირება 30%-ით შეამცირა 

ინგლისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, „ლოქდაუნის“ ფონზე, 30%-ით შემცირდა.

როგორც BBC წერს, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დიდი გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა, მიუხედავად „ლოქდაუნისა“, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

ქვეყნის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ციფრები აჩვენებს, რომ ქვეყანამ ჯერ ბერკეტს ფეხი არ უნდა აუშვას.

ინფორმაციისთვის,  Covid-19-მა ბრიტანეთში სულ 1 617 327 ადამიანი დააინფიცირა, რომელთაგან 58 245 გარდაიცვალა.

იტვირთბა....