შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე-მაშვლების თანამშრომლების დიდ ნაწილს კორონავირუსი აქვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცეებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ დრისთვის 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირებული თანამშრომლები შესაბამის მკურნალობას გადიან, ხოლო მათი კონტაქტები “პისიარ” ტესტს იტარებენ და თვითიოლაციაში იმყოფებიან.
განცადების მიხედვით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს.
„მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.
ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს “კოვიდ-19″, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება,”- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალქეებს.
ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი.
ტელეკომპანია “მთავრი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის. “112”-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.
შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში კოვიდაფეთქებაა და მეხანძრეების რესურსი ამოწურულია. ხოლო, ერთ-ერთ ბრიგადის თანამშრომლებს კორონავირუსის ტესტს მიზანმიმართულად არ უტარებენ, რადგან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდეს.