მარნეულელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 6 თვის ვაჩე ნადირაძე, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, სრულიად გამოჯანმრთელდა. როგორც “პრაიმტაიმს” ჩვილის დედა, ლიკა ცუხიშვილი ეუბნება, ჩვილს ვირუსი მსუბუქ ფირმებში ჰქონდა.
ცუხიშვილის ინფორმაციით, ჩვილი მკურნალოას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადიოდა.
„მე მქონდა სიცხე და ბავშვიც გავაკონტროლეთ, აღმოჩნდა კოვიდდადებითი, ჩემი მეუღლე საჩხერიდან არის და გადავწყვიტეთ იქ წაგვეყვნა კლინიკაში, 7 დღე ვიყავით საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, ბავშვს იოლ ფორმებში ჰქონდა ვირუსი და ამიტომ 7 დღის შემდეგ გამოგვწერეს. სახლში იზოლაციაში ვიმყოფებოდით, ახლა კი ვაჩე სრულიად ჯანმრთელია, მან კოვიდი დაამარცხა“, – ამბობს ლიკა ცუხიშვლი.