თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს.
როგორც თავად აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რადგან აკრძალვების გამო, შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„რით უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით. გინდ კორონას დავუხოცივართ, გინდ შიმშილს. არ შეიძლება ის, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ასეთი მთავრობა არ ყოფილა ცხოვრებაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
აღსანიშნავია, რომ ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.