ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
ევროკავშირის ელჩი შეხვედრას პარტიის წევრებს, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესს ხვდება. შეხედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა. შეხვედრის მტავარი თემა ოპოზიციის პროტესტსა და პარლამენტში შესვლას ეხება.