„დღეს გავიგე, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის არის ექთნის დამხმარის ვაკანსია. ამ განყოფილებაში უკვე 20 დღეა დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის. მძიმე მდგომარეობაა, ექიმი, ბ-ნი ლევან ბესელია და მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძვიან პაციენტების გადასარჩენად. ვიმუშავებ განყოფილებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ვიქნები ექთნის დამხმარე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და ამას გარდა, იქვე მწოლიარე სხვა პაციენტების (რამდენსაც შევძლებ) მოვლაში დაგეხმარებით.“
ნატა გაგუა – ცნობილი დიეტოლოგი.
სოციალური ქსელი.