ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ახალი ცნობები

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ავრცელებს. მისი თქმით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა მოხსნილია.

“შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა. ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“ – განაცხადა რატიანმა.

ცნობისათვის, 85 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულად შეფასდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის პარამეტრები გაუმჯობესებულია. იგი კორონავირუსით დაინფიცირდა.

იტვირთბა....