საქართველოში გრიპის ვაქცინის გაკეთება უკვე დაიწყო. პანდემიის პირობებში საზოგადოებაში როგორც გრიპის, ისე კოროანვირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კითხვაა, შეიძლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომების დროს ადამიანმა გაიკეთოს გრიპის ვაქცინა.
კითხვას ჯანმრთელობის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძვნებელი, მეგი საჯაია პასუხობს:
„საქმე იმაშია, რომ ამ სიტუაციაში ბევრი რამ არ ვიცით. ყველაფერი ახლა ძირითადად, სამედიცინო ლოგიკას ეფუძნება. თანდართულობის შემთხვევაშიც კი, რაიმე პოტენციური რისკი არ არსებობს, მაგრამ თუ მე ავად ვარ ან ოჯახის წევრი მყავს კორონავირუსით ავად და შესაძლებელია 5-დან 11 დღის განმავლობაში გამომივლინდეს კორონაინფქცია, ასე გააზრებული საფრთხის დროს ნუ გაიკეთებთ მაინცდამაინც გრიპის ვაქცინას. მაგრამ, მე თუ არ ვიცი და ინკუბაციურ პერიოდში ვარ, გრიპის ვაქცინაციის არავითარი პრობლემა არ ყოფილა ჯერჯერობით მსოფლიოში აღწერილი.
სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა, სადაც უკვე იყო ზამთარი, არგენტინამ, ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასობით ათასი ვაქცინა გააკეთა. ესეც სამედიცინო ლოგიკაა, თუ ადამიანს პოსტკოვიდური კლინიკური ნიშნები უნარჩუნდება, ან მაღალი ტემპერატურა აქვს, ან სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, მაშინ ცოტახანს შევიკავებთ თავს ანტიგენური დატვირთვისგან, მაგრამ თუ ის პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება და პრობლემა არ აქვს, ამ შემთხვევაში არანაირი წინაღობა კოვიდის გადატანიდან 10-14 დღის შემდგომ არ არსებობს“,- ამბობს მეგი საჯაია.
წყარო: mshoblebi.ge