ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში” პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, შენობა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ სახლად იქირავა. ფიტნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ამ ფაქტს აპროტესტებენ.
ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის. ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა.
„ვიცოდით, რომ ზურა ჯაფარიძემ იქირავა და დაპატიჟა ადამიანები. ეს არის კერძო საკუთრება, რომელშიც შესვლის უფლება პოლიციას არ აქვს. პარადოქსულ ვითარებას ვიღებთ, როდესაც ამხელა სპეცოპერაციაა ფიტნეს კლუბთან“ – განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა.