საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და საბანკო ვალდებულებები გადაუვადდებათ, გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო იქნება მიღებული.
ჩვენ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ საყოველთაო გადავადებაზე საუბარი არ არის, თუმცა მისივე თქმით ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ მოხდება კონკრეტული შემთხვევის განხილვა.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კლიენტებმა ვისაც სურს რესტრუქტურიზაციით სარგებლობა, პირველ რიგში უნდა მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ დარეგისტრირდნენ და მოხვდნენ სპეციალურ სიებში, ხოლო შემდეგ კი უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს.
„ამ ეტაპზე ცალსახა შეთანხმება რაზეც არის, ეს არის რესტრუქტურიზაცია, რომელიც გაუკეთდება იმ პირებს, რომლებიც შევლენ სოციალური დახამრების სიებში და ასევე, ვისაც შეუჩერდა საქმიანობა ლოქდაუნის გამო“ – ამბობს დაიჯესტთან ალექსანდრე ძნელაძე.
წყარო: digest.pia.ge