ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამოუღიათ ბავშვებს სათამაშო “ფისტოლეტი” – რა მოხდა “ავერისის” აფთიაქში

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე “ავერსის” ფილიალში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. ამის შესახებ “ინტერპრესიუსს” კლინიკის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო “ფისტოლეტით” დაემუქრნენ.

“ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომელსაც უნდოდა ფსიქოტროპული მედიკამენტი, ფარმაცევტმა მოითხოვა რეცეპტი არ ჰქონდათ რეცეპტი, ვერ მოგცემთო უთხრეს, ამოუღიათ ბავშვებს სათამაშო “ფისტოლეტი”, ფარმაცევტებმა გამოიძახეს დაცვის პოლიცია. არანაირი შეიარაღებული თავდასხმა არ მომხდარა” – აცხადებენ “ავერსში” .

ცნობისათვის, ყაზბეგის გამზირზე “ავერსის” ფილიალში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

იტვირთბა....