ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მძევალი გახდა ეს ეპიდემია პოლიტიკური სისტემის და ახლა ეკონომიკაა მძევალი ეპიდემიის” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ტვ პირველის” ეთერში იმ პროცესზე ისაუბრა, რომელმაც ქვეყანა საზოგადო “ლოქდაუნის” პირობამდე მიიყვანა.

მისივე თქმით, მძმე ეპიდვითარების გამო ქალაქი იმიტომ არ დაიკეტა, რომ საარჩევნო პროცესებს უშლიდა ხელს.

“მოვდუნდით ზაფხულის პერიოდში. ასევე იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოების ძალან დიდმა ნაწილმა უზარმაზარი საზოგადოებრივი წნეხი მოახდინა, რომ სკოლები და ბაღები უნდა გახსნილიყო. ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება. იგივე, ალბათ, როდესაც ბათუმი არ ჩავკეტეთ და სვანეთის შემთხვევა როგორც იყო, არ გამოვაცხადეთ ქალაქის ლოქდაუნი, იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესი ზარალდებოდა.

არცერთმა მხარემ კატეგორიულად, ერთსულოვნად არ თქვა, არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, რომ ახლა ისე მიდის საქმე, რომ არჩევნების საქმე არ არის. მძევალი გახდა ეს ეპიდემია პოლიტიკური სისტემის და ახლა ეკონომიკაა მძევალი ეპიდემიის. ამიტომ, ძალიან ცუდ, მანკიერ წრეში ვართ, სამწუხაროდ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....