ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – ლევან რატიანი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

“მსახიობ, კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება,” – აღნიშნული განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“,-განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ, კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.  სავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ღამით გავრცელდა. როგორც ექიმები აცხადებდნენ, კავსაძე კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას სუნთქვის უკმარესობა  ჰქონდა.

იტვირთბა....