ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოიძებნება საჰაერო ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც პაწაწინა, მფრინავ ბადრიჯნად გამოჩნდები”- კობახიძის რომანი, რომელიც 2018 წელს გამოსცა

“ყოველთვის მოიძებნება საჰაერო ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც პაწაწინა, მფრინავ ბადრიჯნად გამოჩნდები”-  ამის შესახებ ვკიტხულობთ  ირაკლი კობახიძის რომანის “დაბრუნება ტერა ნუოვოში” წინასიტყვაობაში, რომელიც 2018 წელს გამოსცა.

ირკვევა, რომ მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 300 გვერდიანი რომანი გამოსცა.

“სანამ შეგიძლია, წაშალო ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, მანამდე ცხოვრების შავ-თეთრი რეალობა ვერ მოგერევა. ყოველთვის მოიძებნება საჰაერო ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც პაწაწინა, მფრინავ ბადრიჯნად გამოჩნდები “,-წერია რომანის წინასიტყვაობაში.

ამასთან, როგორც კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზი გადაცემაში თქვა, “წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და წიგნი დავწერე და პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, რამდენ წიგნს დავწერდი…”

წყარო; “მთავარი არხი.”

იტვირთბა....