ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

კლინიკის დირექტორი კოვიდინფიცირებულ ექთანს ავადობის პერიოდში მუშაობას აიძულებს – “მეტრონომის” ექსკლუზივი

კახეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი კოვიდინფიცირებულ ექთანს ავადობის პერიოდში სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობას აიძულებს.

ინფორმაცია “მეტრონომს” ექსკლუზიურად თავად დაინფიცირებულმა ექთანმა მიაწოდა. მან ამ ეტაპზე პრობლემების არიდების მიზნით ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

როგორც ინფიცირებული ექთანი გვიყვება, ის სასწრაფო დახმარების მანქანაზე ექთნად მუშაობს და კოვიდპაციენტებს ემსახურება. თავად ექთანს ვირუსი 22 ნოემბერს დაუდასტურდა და ის სასტუმროში გადაიყვანეს.

ექთანი ამბობს, რომ ის საშუალო სიმძიმის პაციენტია, აღენიშნება სიცხე და ორმხრივი პნევმონია. ის სასტუმროში მეექსვე დღეა იმყოფება, სადაც მკურნალობას გადის. მიუხედავად მისი ავადობისა, ექთანი ამბობს, რომ კლინიკის დირექტორი მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას აიძულებს.

“დავინფიცირდი პაციენტისგან. გუშინ დამირეკა ექიმმა დირექტორის დავალებით, მითხრა რომ გავიდე სამსახურში და კოვიდპაციენტები გადავიყვანო სასწრაფო მანქანით, ვინაიდან მათ სხვა ექთნები და ექიმები არ ეკარებიან. ვის გაუგია, ინფიცირებულის მუშაობა? ძალიან სუსტად ვარ, მაქვს სიცხე. მუსაობაზე უარი ვთქვი, ვინაიდან სუსტად ვარ,”- აცხადებს “მეტრონომტან” ექთანი.

ამასთან, ირკვევა, რომ კლინიკის დირექტორს მისი არაერთი თანამშრომელი სდებს ბრალს მათი უფლებების დარღვევის გამო. “მეტრონომი” საკითხზე მუშაობასა და დამატებითი დეტალების გარკვევას აგრძელებს.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

 

 

იტვირთბა....