ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობაზე წერს, რომელიც ორი კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა

 ექიმი ირაკლი კვეკესკირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ჩვილს უკავშირდება.

როოგრც ექიმი წერს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მან ვირუსი  დაამარცხა და კლინიკა დატოვა.

ექიმის ინფორმაციით, ჩვილი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც კი იყო შეერთებუი.

„ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი (2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი … გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება.

ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე, არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში​, გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს ექიმი

 

იტვირთბა....