ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“- კობა დავითაშვილის მეუღლე

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ დავითაშვილის მეუღლემ, ინგა ბიწაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.

ინგა ბიწაძის ინფორმაციით, ორ დღეში, კლინიკაში მკურნალობისას კობიაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სეპტიკური შოკი განუვითარდა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსი ახლა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ამბობს ინგა ბიწაძე.

თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით ალექსანდრე ალადაშვილის  სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიტიკოსს, რომელიც სხვადასხვა დროს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო, უკვე სამი წელია, რაც მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება დაუდასტურდა. პაციენტი ახლა ავადმყოფობის მეოთხე სტადიაში იმყოფება.

იტვირთბა....