ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიქმნა საიტი – “კოვაიდერი”, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ნებისმიერი კითხვის დასმასა და ექიმთან დაკავშირებას შეძლებენ

კოვიდინფიცირებულებისა და კორონავირუსის ირგვლივ დაინტერესებული ადამიანებისთვის შეიქმნა პლატფორმა – “კოვაიდერი”(Covider ), რომელიც დახმარებას გაუწევს.

კოვაიდერი არის ციფრული ასისტენტი, რომელიც მონაცემთა ბაზაში ინახავს Covid-19- ის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს. მოქალაქეებს აძლევს რეკომენდაციებს და ურჩევს ვირუსთან გამკლავების გზებს. სისტემა ასევე მოქალაქეებს სთავაზობს კვალიფიციურ ექიმთან მიმოწერას.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ მოქალაქემ საიტზე სასურველი კითხვა და პასუხი ვერ ნახა, შეუძლია სპეციალურ გრაფაში დასვას მისთვის საინტერესო კითხვა.

“თუ თქვენთვის საინტერესო და საჭირო კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, ასეთ დროს შეხვალთ გრაფაში “დასვი კითხვა” და უახლოეს დროში ჩვენი სამედიცინო გუნდი ამომწურავად გიპასუხებთ!

პ.ს. გთხოვთ გააშეაროთ გვერდი, რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს მასთან წვდომა!”- წერს კულუმბეგოვი.

საიტზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს.

 

 

იტვირთბა....