სირიაში წასული “გურჯისტანის ვილაიეთის” შექმნას ადასტურებს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს “ისლამურმა სახელმწიფომ” საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროვინცია “გურჯისტანის ვილაიეთი” (ანუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) შექმნა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.
თუმცა, ეს ინფორმაცია “გურია ნიუსის” ჟურნალისტს საქართველოდან სირიაში წასულმა ახმედ ჭაღალიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ ერთეულზე (ვილაიეთში) საქაღალდე სქელდება.
ჭაღალიძის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო აშკარად არის გარე ძალების ინტერესტა ობიექტი, მითუმეტეს, როცა ბოლო დროს ქართულ საინფორმაციო სივრცეში ხშირად ვრცელდება მუქარისშემცველი განცხადებები.
“არა, ეს მუქარა არაა, ეს წინასწარი გაფრთხილების მცდელობაა. მუქარა უფრო სხვა რაღაცაა. უბრალო ქართველები? გამეცინა. უდანაშაულო არავინაა, რადგან რამდენი ასეული ქართველი იბრძოდა ერაყში? ავღანეთში? აფრიკის რეგიონში? ვინ გაასახლა მესხეთელი ქართველები მოგონილი ე.წ. თურქი–მესხობით? ვინ მოკლა ქისტები ღალატით? ვინ დახურა მეჩეთები? ყურანის სკოლები? ვინ გარყვნა აჭარა?” – ასეთ განცხადებას აკეთებს ახმედ ჭაღალიძე.
“გურია ნიუსთან” საუბარში ჭაღალიძე აცხადებს, რომ არც ერთ ქართველს ხმა არ ამოუღია, პირიქით, ისინი ისლამს შეურაცხყოფენ და გონიათ, ვინმეს ეს ეპატიება?
“გადახედეთ საზოგადოებად გასაღებულ გაურკვეველი წარმომავლობის პარაზიტები, რეებს წერენ? ეს ხომ ყველა ზემოქმედებს?” (სტილი დაცულია) – აცხადებს ჭაღალიძე.