„გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი Facebook ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული (იხ ფოტოები).
ესაა “პრუსტის სავარძელი”, რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი, სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს და თან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სავარძლის ფოტოს აქვეყნებს.
რამიშვილის თქმით, ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია, რომლის ყიდვის საშუალება მხოლოდ ძალზედ მდიდარ ადამიანებს აქვთ.
„სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის „დედამისის კმაყოფაზეა“ და ალბათ ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქალბატონმა გიულიმ უყიდა.
მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.
უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული ჩმორი მოუწოდებს თავის მრევლს, რომ მისი გულისთვის თავი გასწირონ.
ეს იმდენად ამზარზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!
მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში და მოუსავლეთში მიყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?
აი, ესაა საკითხავი!“- წერს რამიშვილი.