“თუ კი ლელო საქართველოსთვის დარჩება ბოიკოტის რეჟიმში, არ შევა პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას ამ პარლამენტის მუშაობაში, მაშინ არ დავუჭერდი მხარს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას, მაგრამ არის პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები და ვნახოთ როგორ წარიმართება მსჯელობა.”
ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძემ ჯრნალისტებთან განაცხადა და და აღნიშნულით საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე პარტიების ცესკოსთვის მიმართვას ეხმიანება.
ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.
შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.