ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში შეიარაღებულმა პირმა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღა

თბილისში, დიღმის მასივში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წაღებულია თანხა, თუმცა ამას უწყებაში არ ადასტურებენ. ირკვევა, რომ პირი შეიარაღებული იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის  ქვეპუნქტით დაიწყო, რაც  დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....