ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახლი შეზღუდვები წესდება.

შეზღუდვები ეხება სატრანსპორტო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს და ყველა იმ ობიექტს, სადაც ვირუსის გადაცემის მაღალი რისკ არსებობს.

გარდა ამისა, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა. კერძოდ. გადაადგილება როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ტრანსპორტისთვის აკრძალულია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ხოლო, დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

 

იტვირთბა....